logo
ENG



"მუნჯის საუბარი ყრუსთან" - ლავროვი ბრიტანელ მინისტრთან მოლაპარაკებებზე

10 თებ 202216:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/25qz8h43oied17l.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც "მუნჯის საუბარი ყრუსთან". ლიზ ტრასი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში 9 თებერვალს ჩაფრინდა.

"იცით, რომ დღეს დეტალურად ვისაუბრეთ. გულწრფელად გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ, გამოგვდის მუნჯის საუბარი ყრუსთან, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის", - განაცხადა ლავროვმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ლავროვი ამბობს, რომ ბრიტანელი კოლეგები ან არ იცნობენ ან მთლიანად უგულებელყოფენ რუსეთის განმარტებებს უკრაინის საკითხზე. ამავე დროს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დიპლომატიის გზას გაუყვეს.

"რუსეთს აქვს არჩევანი, რომელიც ევროპისთვის, რუსეთისთვისა და რუსი ხალხისთვის უკეთესი მომავლის მომტანი იქნება", - თქვა ტრასმა.


close დახურვა